Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ როტაციას თავიდან ვერ ავიცილებთ…“

სტეფანო პიოლიმ ვენეციასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ შემადგენლობის როტაცია აუცილებელი პროცესია.

„ჩვენი მიზანი დღესაც, როგორც ყოველთვის, გამარჯვებაა. ჩვენ იუვენტუსთან კარგი მატჩი ჩავატარეთ  და ახლა გვსურს, რომ ჩვენი ქომაგების წინაშე 3 ქულა მოვიპოვოთ.

„როტაცია ? ჩვენ გასულ დღეებში ძალიან რთული მატჩები ჩავატარეთ, რომლებიც როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად ძალიან დატვირთული იყო. როტაცია ასეთი მჭიდრო კალენდარის დროს გარდაუვალია, ტრავმიანობის გამო ეს საუკეთესო შემადგენლობაა, რომლის გაყვანაც ახლა ჩვენ შეგვიძლია“