Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ სამაგალითო იბრაჰიმოვიჩი“

დერბიში გამარჯვების შემდეგ, სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა და იბრაჰიმოვიჩის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„გუშინ უკვე ვთქვი, რომ ეს მატჩი სეზონის საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა, რადგან ჯერ საბოლოო რეზულტატზე საუბარი ძალიან ადრეა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ ძალიან ხარისხიანი და ძლიერი გუნდის დამარცხება მოვახერხეთ, რომელმაც ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რომელიც გრძელი სეზონის სტარტზე საჭირო მუხტს მოგვცემს.

„იბრა ძალიან დაღლილი იყო, რაც იმის ფონზე, რომ მას კორონა ვირუსის გადატანა მოუხდა გასაგებიცაა. მან პირველად მთხოვა შეცვლა, თუმცა თავს უფლება მივეცი, რომ ის მოედანზე დამეტოვებინა. ზლატანი შესანიშნავია, ის გუნდს ხარისხს, მონდომებას და ხასიათს მატებს. იბრა სამაგალითო პროფესიონალია, რომელიც გუნდს თითოეულ მატჩში შესაძლებლობების მაქსიმუმს აძლევს.

„მეორე ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება მაინც მოვახერხეთ, რაც იმის მანიშნებელია, რომ წინა შეცდომებისგან საჭირო დასკვნები გამოვიტანეთ და კონცენტრაცია არ დავკარგეთ.

„გუნდური შემართება მილანში ძალიან მაღალ დონეზეა. ჩვენ სეზონის ყველა შეხვედრა მოვიგეთ, თუმცა მარტივი არც ერთი მათგანი არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ სამუშაო კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს.

„ლეაოს ძირითადში დაყენება ყველას გაუკვირდა, რაც გაუგებარია, რადგან რებიჩის არყოფნაში და რაფაელის კარგი ფორმის ფონზე მისი მოედანზე ყოფნა გარდაუვალი იყო.

„სკუდეტო ? ჩემს თავს პოზიტიურ და ოპტიმისტურ პიროვნებად მივიჩნევ, თუმცა იმასაც ვხვდები, რომ არის მინიმუმ 3 ისეთი გუნდი, რომლებმაც ჩვენზე ბევრად მეტი დახარჯეს და სკუდეტოსთვის ბრძოლაში მილანზე წინ არიან. ჩვენ ამბიციურები ვართ, თუმცა პროექტი ახალი დაწყებულია და ჯერ შენების პროცესში ვიმყოფებით.

„სერია ა-ში ახლა 7 გუნდია, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და სეზონის ბოლოს ბედნიერი მხოლოდ 4 მათგანი იქნება.“