Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ სრულყოფილ თამაშამდე ბევრი გვაკლია

სელტიკის დამარცხების შემდეგ, კომენტარი სტეფანო პიოლიმ გააკეთა.

„დღეს ჩვენ თამაშს ვაკონტროლებდით, ჩვენი ხასიათი და ხარისხი ყველას დავანახეთ, თუმცა მეორე ტაიმში რამდენიმე ისეთი შეცდომა დავუშვით, რაც არ გვეპატიება.

„ყველას დავუმტკიცეთ, რომ ჩვენ უბრალოდ ნორმალური გუნდი არ ვართ. ნორმალურ გუნდს დერბის მოგების შემდეგ ასეთი მოტივაცია არ ექნებოდა, თუმცა ყველას დავანახეთ, რომ მილანი თითოეული მატჩის მოგებას ცდილობს.

„ჩვენი წარმატების საიდუმლო ? გუნდი ერთიანია და ყველა ერთი მიმართულებით ვმუშაობთ. ფეხბურთელები, დირექტორები და სტაფის წევრები ამ პროექტის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ გვსურს, რომ განვითარება განვაგრძოთ.

„გუნდის ხელმძღვანელობამ შესანიშნავად იმუშავა და შემადგენლობაში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები მოიყვანა, რომლებმაც გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად შესანიშნავი ბალანსი შექმნეს.

„მიღწეული შედეგებით კმაყოფილები ვართ, თუმცა სრულყოფილ თამაშამდე ძალიან ბევრი გვაკლია და წინ ბევრი სამუშაო გველის.

„წინ რომასთან მატჩი გვაქვს. მათ შესანიშნავი შეტევა ჰყავთ, ამიტომ მილანს კიდევ ერთი სერიოზული მატჩი ელის გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ასევე ბევრ შანსს ჰქმნის და ბევრი გოლი გააქვს.

„სკუდეტო ? ჯერ ამ თემაზე საუბარი ძალიან ადრეა. ჩვენ ამბიციურები ვართ, თუმცა თავი არ უნდა მოვიტყუოთ და წარმოუდგენელი მიზნები არ უნდა დავისახოთ. ჩვენ თითოეული თამაშის მოგებას ვეცდებით და იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლოს სინანულის გრძნობა არ დაგვრჩება.“