Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ ტეო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“

სტეფანო პიოლიმ ტეო ერნანდესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საფრანგეთიშ ნაკრებში თამაშს იმსახურებს.

ტეო მილანს 2019 წლის ივნისში მადრიდის რეალიდან, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მას შემდეგ 23 წლის ფეხბურთელმა მილანის მაისურით 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ტეო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელია. მას აქვს როგორც შესანიშნავი ფიზიკური, ასევე ტექნიკური შესაძლებლობები.

„მას ბოლო პასის იდეალურად წაკითხვა და სახიფათო მომენტების განმუხტვა მარტოს შეუძლია. ტეო ყოველდღე განვითარებას ცდილობს, რაც ძალიან კარგად გამოსდის, განსაკუთრებით დაცვით ფაზაში.

„მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა ტეო იმიც, რომ მას მომატება კიდევ შეუძლია და მიღწეული შედეგით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

„ფაქტი, რომ საფრანგეთის ნაკრებში ის არ გამოიძახეს, ძალიან გამიკვირდა. დეშამის გადაწყვეტილებებში მე ვერ ჩავერევი, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთში ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა ჩემი აზრით, ის ნაკრებში ადგილს იმსახურებს.“