Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ტეო ნაპოლისთან სავარაუდოდ ვერ დაგვეხმარება“

მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ ნაპოლისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩემი ცუდი სტატისტიკა სპალეტის წინააღმდეგ ? მილანმა მე საშუალება მომცა, რომ უამრავი სირთულე გადამელახა და იმედი მაქვს, რომ ხვალ მათ სიას კიდევ ერთი პუნქტი შეემატება.

„გუნდის ფორმა ? მართალია ბოლო პერიოდში ცოტა მოვუკელით, მაგრამ ჩვენ მაინც კარგი სეზონის პირველი ნახევარი გვაქვს. ჩვენ ხვალ ურთულესი მეტოქე გვეყოლება და თუ გვსურს, რომ სასურველი შედეგი მოვიპოვოთ, თამაშის ხარისხი უნდა ავამარლოთ. კარგი იქნება, თუ გასულ სეზონში პირველ წრეში დაფიქსირებულ 43 ქულას გავაუმჯობესებთ.

„საფრთხე იმისა, რომ ინტერი ჩვენთან სხვაობას გაზრდის ? ვფიქრობ, რომ ახლა ამ საკითხზე ნევიულობა უადგილო იქნება. არ მგონია, რომ ჩემპიონატებს გუნდები დეკემბერში იგებენ ან აგებენ. პირველ წელს ჩვენ 66 ქულა მოვიპოვეთ, შემდეგ 79, ახლა კი ამ შედეგის გაუმჯობესება გვსურს.

„ტონალი ? მე ეჭვიც არ მეპარება, რომ მას განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს როგორც შეტევაში, ასევე დაცვით ასპექტებში, თუმცა ჩვენ ერთი კონკრეტული ფეხბურთელი არ გვყავს, რომელზეც დამოკიდებულები ვართ, ჩვენი მამოძრავებელი ძალა მთლიანად გუნდია.

„რამ გამოიწვია ტემპის შემცირება ? ჩვენ არავის ვეჯიბრებით, ჩვენი თავების მთავარი მეტოქე თავადვე ვართ. ბოლო ორი მატჩი არ იყო იმ დონის, რომელიც ჩვენ გვსურს და ეს პირველ რიგში არა მეტოქეების, არამედ ჩვენი ცუდი თამასის დამსახურებაა.

„ტრავმები ? ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და გამოსავლის პოვნას ვცდილობთ. სამწუხაროდ ჩვენ გადატვირთული კალენდარი გვქონდა, თუმცა ევროპული ტურნირებიდან გამოვარდნა საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ და სერია ა-ში თამაშს კიდევ უფრო მოვუმატოთ.

„სიმართლე რომ გითხრათ ვფიქრობ, რომ გასულ სეზონში ტრავმებსი მხრივ უკეთესი სიტუაცია რომ გვქონოდა, ჩვენ სკუდეტოს მოვიგებდით. ჩვენ განვითარების გზაზე ვდგავართ, ამიტომ კარგი და ცუდი მომენტები ჩვეულებრივი მოვლენაა.

„ტეო ? მას ბოლო დღეებში გრიპის სიმპტომები ჰქონდა და გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, ამიტომ დიდი ალბათობით ერნადნესი ჩვენ ვერ დაგვეხმარება, საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ.

„დიასს რაც შეეხება, შესაძლოა მან კორონა ვირუსის გადატანის შემდეგ ცოტა მოუკლო, თუმცა ჩვენ კარგად ვნახეთ, თუ რა შეუძლია ბრაჰიმს და ის ფორმის პიკს ძალიან მალე დაუბრუნდება.

„აფრიკის თასი ? მე ყოველთვის ჩემი ფეხბურთელების ჯანმრთელობას მივანიჭებ უპირატესობას. გუნდი სიტუაციას აკვირდება და როდესაც დრო მოვა, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ინტერის ნახევარდაცვა ? მე არ მესმის, რატომ მისვამთ კითხვებს სხვა გუნდების შესახებ. ჩვენ ჩვენი ფეხბურთელები გვყავს, რომლებითაც მე უბედნიერესი ვარ.

„ნაპოლის მარცხი ემპოლისთან ? ნაპოლიმ კარგი მატჩი ჩაატარა და უბრალოდ არ გაუმართლა. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამდენად რთული შეხვედრა გველოდება, ეს პირდაპირი კონკურენტის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა იქნება და ყველანაირად შევეცდებით, რომ სასურველი შედეგი მოვიპოვოთ.“