Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ტონალის წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს“

სტეფანო პიოლიმ ვენეციასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„რომასთან გამარჯვება ? ეს როგორც მენტალურად, ასევე სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო. პაუზის შემდეგ თამაში მარტივი არ არის, მაგრამ გუნდმა დანაკლისის მიუხედავად კარგი შეხვედრა ჩაატარა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

„გვაქვს თუ არა ინტერზე უკეთესი კალენდარი ? სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ ჩვენი კონკურენტების კალენდარით არ ვინტერესდებით და მხოლოდ საკუთარ გზაზე ვფიქრობთ. მარტივი მატჩები არ არსებობს და თითოეულ შეხვედრაში უნდა ვცადოთ, რომ მაქსიმალურად კარგად ვითამაშოთ.

„იბრას გაცუდებული 11-მეტრიანი ? ის გაბრაზებულია, ის ყოველთვის გაბრაზებულია, როდესაც მას ან მის თანაგუნდელს რაიმე არ გამოსდის, ეს ზლატანს მოტივაციას მატებს.

„ის პენალტის გამო ბედნიერი არ იყო, თუმცა გუნდის თამაში და მოპოვებული ქულები მისთვის, როგორც თითოეული ჩვენგანისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ლეაუ ? ის მე ანრის მაგონებს. ვფიქრობ, რომ მან მენტალურ ასპექტში მეტი უნდა იმუშაოს და უფრო ამბიციური უნდა იყოს, რადგან რაფას ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს.

„ტალანტი საკმარისი არ არის, თუ შენ თავდაუზოგავად არ იმუშავე და მან ეს კარგად იცის.

„ტონალი ? ის ძალიან განვითარდა. სანდროსთვის პოზიცია უკვე მნიშვნელოვანი აღარ არის, რადგან მისი ინტელექტი საშალებას აძლევს, ნახევარდაცვაში ნებისმიერი ამპლუა მოირგოს. მან როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თამაშს საგრძნობლად მოუმატა, თუმცა ეს მისი პოტენციალის მცირე ნაწილია.

„სეზონი კორონა ვირუსის პირობებში ? ჩვენ ამ ყველაფერს უკვე მივეჩვიეთ. მწვრთნელმა არასოდეს იცის, რამდენი ან რომელი ფეხბურთელები იქნებიან მის განკარგულებაში, თუმცა ეს დღევანდელი რეალობაა, რომელსაც უნდა შევეგუოთ.“