Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ ტონალი სასტარტოს ფეხბურთელია“

სანდრო ტონალის მილანში ტრანსფერი ზაფხულის ერთ-ერთი ხმაურიანი გარიგება იყო, თუმცა ახალგაზრდა იტალიელი ჯერჯერობით ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრებას ვერ ახერხებს.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი პიოლიმ გააკეთა.

„ტონალის ძალიან რთული ზაფხული ჰქონდა, თუმცა უდაოა, რომ მას შესანიშნავი მონაცემები და პოტენციალი აქვს. მან პოზიციის შერჩევა კარგად იცის და სწრაფი თამაშისთვის იდეალური ფეხბურთელია.

„ჩემთვის ის სასტარტოდ მოიაზრება, თუმცა საბედნიეროდ მის გარდა გუნდში ბევრი ასეთი ფეხბურთელი მყავს. სეზონი გრძელია და ჩვენ თითოეული მათგანის დახმარება დაგვჭირდება.

„სკუდეტო ? ჩემი აზრით მთავარ ფავორიტად კვლავ იუვენტუსი რჩება. მათ ახალი ციკლი დაიწყეს და გარკვეული დრო სჭირდებათ, თუმცა მათ პოტენციალს საზღვარი არ აქვს.“