Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ“

სტეფანო პიოლიმ მანჩესტერთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩემმა ბიჭებმა დღეს შესანიშნავად ითამაშეს. მათ ძალიან დიდი გუნდურობა გამოავლინეს. თამაშის მსვლელობა ჩვენი კარნახით მიდიოდა და დღეს ნაჩვენები თამაში გუნდს თავდაჯერებულობის გაზრდაში დაეხმარება.

„მანჩესტერის წინააღმდეგ თამაში გუნდისთვის ძალიან სასარგებლოა. ჩვენ განვითარებისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობთ და სწორედ ასეთი სირთულეები გვაიძულებს, რომ ახალ ლიმიტებზე გავიდეთ და უფრო დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.

„დღეს ჩვენ დადებითი შედეგი მივიღეთ, მაგრამ ჯერ დასრულებული არაფერია. ასეთი ძლიერი ოპონენტის ტურნირიდან გამოთიშვა ძალიან რთული იქნება და წინ კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა გველის, თუმცა იქამდე სერია ა-ზე უნდა გადავერთოთ.

„კესის გოლი ? მე სკამიდან მხოლოდ ის დავინახე, რომ მან დიდებული გოლი გაიტანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო და გოლი რომ ჩათვლილიყო, ბევრი რამ შეიცვლებოდა. კესის უკვე ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ბურთს ხელით არ შეხებია.

„კიაერის გოლი ? მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ უბრალოდ კარგ გუნდს არ ვწვრთნი, ჩვენ შესანიშნაი შემადგენლობა გვყავს როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური და პროფესიული თვალსაზრისით.

„როდესაც ვხედავ, რომ ბიჭები მოედანზე სულს დებენ, ყოველთვის დიდი კმაყოფილება მეუფლება. ბედნიერები ვართ, მაგრამ უკეთესი შედეგის მიღწევაც შეგვეძლო. დღეს ყველას დავანახეთ, რომ ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ თამაში ტოლ-სწორად შეგვიძლია.

„დღეს ჩვენ ამ დიდებული სტადიონიდან საჭირო გაკვეთილი მიგვაქვს. მილანმა შესანიშნავი გუნდური სულისკვეთება გამოაჩინა. ჩვენ თამაში თითქმის შეუსვენებლად გვიწევს, მაგრამ ბიჭები არასოდეს ნებდებიან და მზად არიან, ნებისმიერ მომენტში ბოლომდე იბრძოლონ. საბედნიეროდ სანაკრებო პაუზა მოდის და შეგვეძლება, რომ ცოტა დავისვენოთ.

„ლეაო ? მან ასე თამაში უნდა გააგრძელოს და მოწინააღმდეგის საჯარიმოში მეტად თავისუფლად იმოქმედოს. მას ყველა საჭირო თვისება აქვს იმისთვის, რომ გუნდის ლიდერი გახდეს.“