პიოლი შესაძლოა მილანში დარჩეს?

MilanNews-ის მტკიცებით,რალფ რანგნიკის მილანში მისვლა სტეფანო პიოლის გაშვებას არ ნიშნავს.წყაროს ინფორმაციით,გერმანელი სპეციალისტი შესაძლოა არა მთავარი მწვრთნელი,არამედ გუნდის სპორტული დირექტორი გახდეს.

გავრცელებული ინფორმაციით,სტეფანო პიოლის რანგნიკის სიმპათიების მოსაპოვებლად დრო სეზონის ბოლომდე აქვს.ბოლო თამაშებში მილანი საკმაოდ კარგად გამოიყურება და ლეჩესთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ,პიოლის გუნდში დარჩენა შესაძლებელი გახდა.

მილანის ამოცანა დარჩენილ ტურებში ნათელია – გუნდს ევროპა ლიგის საგზურის მოპოვება სურს და თუ ამას მოახერხებს,პიოლის გუნდში დარჩენა საკმაოდ რეალურია.

Leave a Reply

Your email address will not be published.