Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი ჩალჰანოღლუს შენარჩუნებას ცდილობს

ჰაკან ჩალჰანოღლუს კონტრაქტის ამოწურვამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, თუმცა მილანი თურქ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას ვერ ახერხებს და დიდი ალბათობით ის როსონერის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

თუმცა, Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, მილანის თავკაცი სტეფანო პიოლი ყველანაირად ცდილობს, რომ ფეხბურთელი გუნდში დარჩენაში დაარწმუნოს და ის მოლაპარაკებებში პირადად არის ჩართული.

ჩალჰანოღლუ ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ 5 მილიონს ითხოვს, როსონერი კი 4 მილიონზე მეტის შეთავაზებას არ აპირებს, თუმცა წყაროს ინფორმაციით, კონტრაქტში ბონუსების ჩანერგვამ შესაძლოა მხარეები შეთანხმებამდე მიიყვანოს…

გათიშვა