Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ ჩემი ბიჭების ყოველთვის მჯეროდა“

მილანმა დრამატულ მატჩში რიუ ავე დაამარცხა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. მატჩის შემდეგ კომენტარი სტეფანო პიოლიმ გააკეთა.

„პენალტები ლატარიაა, ბიჭებმა იმ შრომის სანაცვლოდ, რაც მათ ბოლო პერიოდში გაწიეს, გამარჯვება დაიმსახურეს.

„ჩემი ბიჭების ყოველთვის მჯეროდა და ვიცოდი, რომ თამაშის შემოტრიალებას შევძლებდით.

„გამოვარდნა ძალიან დიდი დარტყმა იქნებოდა, რადგან ევროპა ლიგის საგზურის მოპოვება იმ გზის გაგრძელებაა, რომელზეც ჩვენ გასული სეზონის მეორე ნახევრიდან ვიმყოფებით.

„პოზიტიური შედეგი გუნდს ძალების აღდგენაში ეხმარება. იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეთი პრობლემები აღარ შეგვექმნება.

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში ან იტალიაში საუკეთესოები ვართ. ჩვენი მიზანია, რომ უმაღლეს დონეზე ვითამაშოთ და განვითარება განვაგრძოთ.

„კოლომბოს გაფუჭებული პენალტი ? ამისგან დაზღვეული არც ერთი ფეხბურთელი არ არის და ეს მისთვის კარგი გამოცდილება იქნება.“