პიოლი:“ ჩემპიონთა ლიგის საგზური ახლა ჩვენთვის სკუდეტოს ტოლფასია“
მილანის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ სასუოლოსთან დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ იმედგაცრუებულობა შორს ვერ წაგვიყვანს. ბოლო მატჩებში აშკარაა, რომ ჩვენ პრობლემები გვაქვს, რომელთა გადაჭრაზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ, თუმცა ჯერჯერობით ამის გაკეთებას ვერ ვახერხებთ.
„ჩვენთვის ახლა სკუდეტოზე ფიქრი სრულიად უადგილოა. მილანის სკუდეტო ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება.
„ჩემი გუნდი 8 თვის წინანდელ მილანს აღარ ჰგავს ? არა მხოლოდ 8, არამედ ეს გუნდი 3 კვირის წინანდელი როსონერის აჩრდილია. რომასთან განიავებული ქულების შემდეგ, როდესაც 2-0-ს ვიგებდით, გუნდი უბრალოდ ჩვეულ დონეზე თამაშს ვერ ახერხებს.
„გუნდმა მიმდინარე კვირის მსვლელობისას კარგად ივარჯიშა, მაგრამ როდესაც გუნდს მცირე პრობლემა ექმნება, ჩვენ მენტალურად ვერ ვუმკლავდებით და სწორ რეაგირებას ვერ ვახდენთ.
„ვფიქრობ თუ არა სქემის შეცვლაზე ? გასული 2 წლის განმავლობაში ყველაფერი კარგად მუშაობდა, თუმცა ახლა აშკარაა, რომ რაღაც არ მუშაობს, ამიტომ მე ბევრ ვარიანტს განვიხილავ. ჩვენ დაცვისა და შეტევის ფაზებში მეტი ბალანსი გვჭირდება.
„არის თუ არა მილანი დაკმაყოფილებული სკუდეტოს მოპოვების შემდეგ ? ამის თქმა ძალიან მარტივი იქნებოდა, მაგრამ გარწმუნებთ, ჩვენ ისეთივე მოტივირებულები ვართ, როგორც აქამდე. ეს ყველაფერი მენტალობის პრობლემაა, რომლის დაძლევა ჩვენ ბევრი მუშაობით და გუნდურობის შენარჩუნებით მოგვიწევს.“