Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ჩვენი დაუღალავი მუშაობა შედეგს ახლაღა გვაძელვს“

სტეფანო პიოლიმ ვენეციასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ვენეცია თავს კარგად იცავდა, მაგრამ ჩვენ მათი დაცვის გარღვევა და გოლის გატანა მოვახერხეთ< რის შემდეგაც ყველაფერი გაცილებით გამარტივდა. პირველ ნახევარში გარკვეულწილად ხარისხი და სიზუსტე გვაკლდა, მაგრამ მეორე ტაიმში სწორი ინტენსიობით და მოტივაციით გამოვედით და საჭირო ქულები მოვიპოვეთ.

„მე ვიცოდი, რომ იმ დაუღალავ შრომას, რომელიც ჩვენ გასულ სეზონში გავწიეთ, თავისი შედეგი აუცილებლად ექნებოდა და ჩვენ ამას ყველა ერთად ვხედავთ.

„ჩვენ გასულ სეზონშიც საკმაოდ ბევრი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ახლა გუნდი უფრო დაღვინებული და სირთულეებისთვის მომზადებულია. ჩვენი მიზანი გასულ სეზონში სახლში ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებაა, რაც ქომაგებთან ერთად გაცილებით მარტივი იქნება.

„კალულუ ? მან ძალიან კარგად ითამაშა. გასულ სეზონთან შედარებით ის საგრძნობლად განვითარებულია, მაგრამ მუშაობა უნდა გააგრძელოს. მე ასევე მომეწონა ბალო-ტურე, მან როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში კარგად ითამაშა.

„იქნებიან თუ არა ჟირუ და იბრა მომდევნო ტურში ? ისინი თავს უკეთ გრძნობენ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ორივე მათგანი მომდევნო ტურიდან მწყობრში იქნებიან.“