პიოლი:“ ჩვენ ამ რთულ მომენტში ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ…“
მილანის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ სასუოლოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„ჩვენ საკმაოდ რთული პერიოდი გვაქვს, რაც პირველ რიგში მენტალურ ძალას მოითხოვს და ხვალ გვაქვს შანსი, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ და პოზიტიურ რელსებზე დავბრუნდეთ. ჩვენ ახლა გვჭირდება ერთიანობა და მჯერა, რომ ამ პერიოდის გადალახვას შევძლებთ.
„იმაზე ფიქრი, თუ რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა უკეთ, ახლა კარგს არაფერს მოგვიტანს. ჩვენ ვიცით, რომ გაცილებით მეტი შეგვიძლია და ფორმის დაბრუნებაში ჩვენი ქომაგების წინაშე თამაშიც დაგვეხმარება. ტიფოზებმა გუნდისადმი დამოკიდებულება რომშიც დაამტკიცეს და ახლა ჩვენი ჯერია, რომ მათ მადლობა მოედანზე კარგი თამაშით გადავუხადოთ.
„რა სიტუაციაა გუნდში ? ბიჭები ძალიან მოტივირებულები არიან და გარწმუნებთ, მათზე მეტად ამ რთული პერიოდის დაძლევა არავის სურს. ჩვენთვის სირთულეები ახალი არ არის და არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ მათი გადალახვა ერთად შეგვიძლია.
„სატრანსფერო ფანჯარა ? ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი და ხარისხი იმისთვის, რომ ეს რთული მომენტი დავძლიოთ, გუნდს ნელ-ნელა ტრავმირებული ფეხბურთელები უბრუნდებიან, ამიტომ ჩვენ ტრანსფერების გარეშეც ძლიერი გუნდი გვყავს.
„როგორ უნდა დავიბრუნოთ გასული სეზონის გუნდური სულისკვეთება ? როდესაც გუნდი კარგ თამაშს აჩვენებს და პოზიტიურ შედეგებს აღწევს, გუნდში სიტუაცია გაცილებით პოზიტიური ხდება და ეს როგორც მენტალურ, ასევე ტექნიკურ ასპექტზე პოზიტიურად აისახება, ამიტომ ამ კითხვაზე პასუხი ხვალინდელ მატჩში 3 ქულის მოპოვებაა.
„ტეო ? მან გუნდთან ერთად ივარჯიშა და ვფიქრობ, რომ ხვალინდელი მატჩისთვის მზად იქნება.
„კალაბრია და ტომორი ? დავიდემ მძიმე დარტყმა მიიღო, მაგრამ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და თავს კარგად გრძნობს. ტომორი კი ხვალინდელ მატჩში ვერ დაგვეხმარება.
„დე კეტლარი ? ის პროგრესირებას განაგრძობს, შარლე უკეთეს ფიზიკურ კონდიციებშია და უფრო მეტს დარბის. ის შემტევი ტრეკვარტისტაა და თუ ხვალ სასტარტოში იქნება, სწორედ ამ პოზიციაზე ითამაშებს.“