Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ჩვენ ასეთ მატჩებში თამაში გვსურს”

მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ ლივერპულთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„არის თუ არა ხვალინდელ იშეხვედრა ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც მაისში ატალანტას წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ? სპორტული სპეციფიკისა და მენტალური მომზადების თვალსაზრისით დიახ. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი ვითამაშეთ და ყოველ ჯერზე ეს უკეთ გამოგვდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ლეაო ? სამწუხაროდ ის ტრავმირებულია და ჯერ არ ვიცით, როდის დაგვიბრუნდება, თუმცა ამის მიუხედავად მოედანზე მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლოთ. მართალია ჩვენ ზლატანი გვყავს, მაგრამ ხოლოდ მის იმედზე არ უდნა ვიყოთ და სივრცეები სწორად უნდა გამოვიყენოთ. პირველ მატჩში ჩვენ ბევრი ვისწავლეთ და ახლა ჩვენ ზურგს ქომაგები გაგვიმაგრებენ.

„ტრავმების სიხშირე გუნდში ? ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ. ფაქტი, რომ გუნდი ასეთი დატვირთვით თამაშობს, ტრავმების სიხშირეს ზრდის. გუნდი ფეხბურთელების დასაცავად ყველაფერს აკეთებს, მე კი როტაციას მაქსიმალურად მივმართავ, მაგრამ სამწუხაროდ საკმარისი არც ეს არ არის.

„როგორ შეგვიძლია ლივერპულისთვის პრობლემების შექმნა ? პირველ მატჩში ჩვენ მათი პრესინგის გადალახვა ძალიან გვიჭირდა და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ახლაც იმავეს გააკეთებენ, მაგრამ ახლა ჩვენ მზად ვართ.

„კრუნიჩის თამაში ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ? მან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. რადეს, დიასს და მესიასს ხაზებს შორის მოძრაობა კარგად შეუძლიათ და ეს მრავალფეროვნება, რომელიც მეტოქე გუნდის მცველებს პრობლემებს უქმნის, საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ.

„რას ნიშნავს ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ? ჩვენ ვიცით, რომ ძლიერები ვართ და ისიც ვიცით, რომ ამ ჩემპიონატზე მარტივი მატჩები და მეტოქეები არ არსებობენ, თუმცა ჩვენ სწორედ ასეთი დონის შეხვედრებში გვსურს მონაწილეობის მიღება, რადგან ჩემპიონთა ლიგა მილანის სახლია.

„რა გეგმა გვაქვს, თუ ევროპა ლიგაზე გადავიანცვლებთ ? ჩვენ ევროპულ სარბიელზე ასპარეზობა გვსურს, ამიტომ ევროპა ლიგასაც ჩვენ დიდი მოტივაციით და გამარჯვების სურვილით შევხვდებით, მაგრამ სანამ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენის შანსი გვაქვს, მის გამოყენებას ვეცდებით.

„ტომორი ? მას დიდებული მახასიათებლები აქვს, რომელიც ჩვენი თამაშის სტილს ძალიან კარგად ერგება, მაგრამ ჩვენი მთავარი ძალა გუნდური ხარისხია.“