Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ჩვენ ბრძოლისთვის მზად ვართ…“

სტეფანო პიოლიმ ბენევენტოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ სეზონის პირველი ნახევარი შესანიშნავად ჩავატარეთ, ახლა გარკვეული მიზეზების გამო მოვუკელით.

„ჩვენ უბრო მონდომებულები, მიზანდასახულები და გარკვეულ ეპიზოდებში ფრთხილები უნდა ვიყოთ, რომ სასურველი მიზნებისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ. თუ ჩვენ ამ ასპექტებში მოვიკოჭლებთ, მოედანზე მისაღები შედეგების დადება გაგვიჭირდება.

„გუნდმა მიმდინარე სეზონში ბევრი პოზიტიური მომენტი გაიარა, ახლა კი რთული პერიოდი გვაქვს და უნდა დავამტკიცოთ, რომ მათი გადალახვა შეგვიძლია.“

სირთულეების მიუხედავად, პიოლი გუნდისგან სრულ მხარდაჭერას გრძნობს.

„გუნდისგან მხარდაჭერის ნაკლებობა მე არასოდეს მიგვრძნია. მათ იციან, თუ რა არის ფეხბურთი და იციან, რომ გუნდი მთელს სეზონს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებს, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ჩვენ ტრავმებთან დაკავშირებით გაუთავებელი პრობლემები გვქონდა.

„იბრა ? ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის გუნდისთვის როგორც ტექნიკური, ასევე პერსონალური თვალსაზრისით და გვიხარია, რომ ის მომდევნო მატჩში დაგვეხმარება.“

იტალიაში გავრცელებული ხმების თანახმად, თუ პიოლი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, მას გუნდიდან გაუშვებენ.

„მე უდიდესი გუნდის მწვრთნელი ვარ და რა თქმა უნდა, მოთხოვნებიც შესაბამისია, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ხელმძღვანელობის მხრიდან გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობდი და ეს არ შეცვლილა.

„ახლა ჩვენ კონცენტრირებული ბოლო მატჩებზე ვართ, შემდეგ კი ყველაფრს ავწონ-დავწონით. მე ჩემს სამუშაოში და არჩეულ სტრატეგიაში დარწმუნებული ვარ და ჩემი გზის გაგრძელებას ვაპირებ.

„ბოლო ორი მატჩის შემდეგ ჩვენ საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ თავდაჯერებულობა არსად გამქრალა და მილანი სასურველი მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლებს.

„ხვალ მე ჩვეულებრივად ბიჭებს სამოტივაციო სიტყვით მივმართავ, მაგრამ მათ ეს არასოდეს სჭირდებოდათ, რადგან მათ იციან, თუ რა მიზნებისთვის იბრძვის მილანი.

გათიშვა