Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ჩვენ მილანი ვართ და დანებების უფლება არ გვაქვს“

სტეფანო პიოლიმ ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მილანმა ესპანეთის დედაქალაქში მადრიდის ატლეტიკოს დამარცხება მოახერხა, უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

„გამარჯვების აღნიშვნა ფეხბურთელებთან ერთად ? დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ და მე ამის აღნიშვნა მათთან ერთად მსურდა. ჩვენ დღეს დამსახურებულად გავიმარჯვეთ, რადგან მილანი გაბედულად თამაშობდა, ბიჭებმა იცოდნენ, რომ მილანის მაისურით დანებების უფლება არავის აქვს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოსაპოვებლად 100 პროცენტით დაიხარჯნენ.

„მესიასის გოლი ? ეს ძალიან ლამაზი ისტორიის ჯერ მხოლოდ დასაწყისია. სამწუხაროდ მას ტრავმების გამო სეზონის სტარტი გაუცდა, თუმცა ჩვენ მის შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს შეგვპარვია. ჯუნიორი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი.

„ჩვენ განვითარებაზე მუშაობას ვაგრძელებთ და ვფიქრობ, რომ დღევანდელი გამარჯვება ჩვენი დაღვინების და გამოცდილების დაგროვების კიდევ ერთი ნათელი მაჩვენებელია.

„გავაფორმე თუ არა უკვე გუნდთან კონტრაქტი ? არა, მაგრამ ჩვენ სრულ ჰარმონიაში ვართ, ერთად მუშაობა გვსიამოვნებს და ამ საკითხზე არანაირი პრობლემა არ იქნება.”