Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ჩვენ მილანი ვართ, ჩვენი მოვალეობა ყველა ფრონტზე ბრძოლაა…“

მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ Fatto Quotidano-სთან ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

გუშინ ცნობილი გახდან რომ მილანის გენერალურ დირექტორს ივან გაზიდისს ხორხის კიბო აქვს, თუმცა საბედნიეროდ პროგნოზები პოზიტიურია და ის სავარაუდოდ ბოლომდე გამოჯანმრთელდება.

„მას მთელი მილანი მხარს უჭერს. ჩვენ ვამაყობთ, რომ მისი ოჯახის წევრები ვართ და დარწმუნბულები ვართ, რომ ის კარგად იქნება. ერთი სული გვაქვს, თუ როდის დაბრუნდება გაზიდისი მილანში.

„მომდევნო სეზონის მიზნები ? ჩვენ მილანი ვართ და ლიმიტების დაწესების უფლება არ გვაქვს, ჩვენ ნებისმიერი ტიტულისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. წინ ძალიან რთული სეზონი გველოდება, რადგან ოთხეულში შესვლისთვის 7 ძალიან ძლიერი გუნდი იბრძოლებს, მაგრამ ზედმეტად დიდი წინაღობა მხოლოდ იმათთვის არსებობს, რომელთაც მათი გადალახვის ამბიციები არ გააჩნიათ.

„ჩვენ პანდემიის პერიოდში ერთად ძალიან ბევრი დრო გავატარეთ და შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთს შესანიშნავად ვიცნობთ. ჩვენ ფეხბურთის გარდა ვსაუბრობდით ცხოვრებაზე, ფილმზებზე და სხვა საინტერესო თემებზე, ასეთ გარემოში კი ნამდვილი გუნდური სული ყალიბდება. ჩვენს შორის გარკვეული მაგია არსებობს, რომელიც მოედანზე აუცილებლად გამოგვადგება.

„კიაერი ? მისმა ქცევამ ევროპის ჩემპიონატზე არ გამაკვირვა. სიმონი ძალიან დიდი ინტელექტის მქონე, მგრძნობიარე ადამიანია, რომელმაც თავისი მეგობარი გადაარჩინა.

„1998 წელს მე იგივე ინციდენტი გადამხდა, რაც ერიქსენს, მატჩის მსვლელობისას გული გამიჩერდა, ამიტომ არაფერი არ მახსოვს, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მოედანს დავუბრუნდი და იმედი მაქვს, რომ ერიქსენთან მიმართებაშიც ასე იქნება.

„იბრა ? ის მე ძალიან მეხმარება. ზლატანი ყველასატვის მისაბაძი მაგალითია. ის საკუთარი თვისგან და გუნდის თითოეული წევრისგან მაქსიმუმს ითხოვს. იბრამ და კიაერმა ეს გუნდი როგორც ტექნიკურად, ისე მენტალურად შეცვალეს.“