Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ ჩვენ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია“

ცოტა ხნის წინ ევროპა ლიგის წილისყრა გაიმართა და მილანის მეტოქე ბელგრადის ‘წითელი ვარსკვლავი’ იქნება.

მათი მთავარი მწვრთნელი იტალიური ფეხბურთის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი დეიან სტანკოვიჩია. Red Star-მა შიდა ჩემპიონატში 18-დან 16 მატჩის მოგება მოახერხა და ზედიზედ მე-4 ტიტულის მოგებასთან ახლოს არიან.

ამ თემაზე კომენტარი სტეფანო პიოლიმ გააკეთა:

„ეს ისტორიული მატჩი იქნება გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც როსონერის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მილანი დაუპირისპირდა,“

პიოლი 1989 წლის მილანს გულისხმობს, რომელსაც სათავეში არიგო საკი ედგა. მაშინ როსონერიმ Red Star ევროპული თასის 1/16 ფინალში დაამარცხა და შემდეგ ეს ჩემპიონატი მოიგო კიდეც.

„ჩვენ დავუპირისპირდებით ძალიან გამართულ და ორგანიზებულ გუნდს, რომლებიც საკუთარ ჩემპიონატს დიდი უპირატესობით ლიდერობენ, თუმცა მილანმა უკვე ბევრჯერ დაამტიკცა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია თამაში.“