Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ ჩვენ ცხრილის სათავეში დარჩენა გვსურს“

უდინეზესთან მატჩის წინ სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენცია გამართა.

„მე ვხედავ, რომ ჩემი ფეხბურთელები ბედნიერი და კმაყოფილები არიან, თუმცა ჩვენ წინ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს.

„ჩვენ თითოეულ მატჩში მოედანზე მოგებას მოწყურებულები უნდა გავიდეთ. ახლა გუნდს პოზიტიური მომენტი უდგას, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

„შემადგენლობის შიგნით არსებული კონკურენცია თითოეულ ფეხბურთელს აიძულებს, რომ ვარჯიშზე და თამაშის დროს მაქსიმალურად დაიხარჯოს, რაც გუნდის განვითარების ერთ-ერთი საწინდარია. საჭიროა, რომ ყველა ფორმაში იყოს, რადგან თამაში სამ დღეში ერთხელ გვიწევს.

„მილანის შედეგებით გაკვირვებული არ ვარ, რადგან ჩემი მოთამაშეების რწმენა ყოველთვის მქონდა. მილანში მოსვლის დღიდან იმედი მქონდა, რომ ამ დონეზე ავიდოდით, თუმცა 23-მატჩიან წაუგებელ სერიას ასეთ მოკლე პერიოდში ვერც კი წარმოვიდგენდი. ხვალ საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე გვეყოლება და იმედი მაქვს, რომ შეხვედრას სასურველი შედეგით დავასრულებთ.

„მილანისთვის თითოეული თამაში წინაზე მნიშვნელოვანია. ფურცელზე თამაშებს ვერ მოიგებ, მთავარი საბოლოო ანგარიშია და თუ ჩვენ გვსურს, რომ სატურნირო ცხრილის სათავეში დავრჩეთ, ყველა მატჩში 3 ქულისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

„ყველაზე მეტად, რაც მე ამ მილანში მომწონს არის ის, რომ თითოეული ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე გადის, ენთუზიაზმის და მონდომების უმაღლეს დონეს ავლენს. სწორედ ჩვენი იდეების მოედანზე განხორციელებაა წარმატების მიღწევის გარანტი.

„გუნდი ადრე თუ გვიან წააგებს ? რატომ უნდა ვიფიქროთ მარცხზე ? ჩვენ უბრალოდ გვევალება, რომ თითოეულ მატჩში შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ და ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში შედეგი ყოველთვის დადებით იქნება. ვიცით, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია.

„რებიჩი დაგვიბრუნდა, ის სათადარიგოთა სკამზე იქნება და არ არის გამორიცხული, რომ მეორე ტაიმში მოედანზე ვიხილოთ. კასტილეხოს დღეს დილით კუნთზე გარკვეული პრობლემები ჰქონდა, ამიტომ მისი ჯანმრთელობით გარისკვას არ ვაპირებ. დიასი თამაშიდან თამაშამდე უმატებს, მისი ინტენსივობით და ხარისხით სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ.

„ლეაოს გაუმჯობესება თვალში საცემია, თუმცა მან ბოლო პერიოდში ბევრი ითამაშა და არ არის გამორიცხული, რომ ხვალ დაისვენოს.“