Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ ჩვენ ძლიერები ვართ და ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვართ“

სტეფანო პიოლიმ იუვენტუსთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ 23:45 საათზე გაიმართება, პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რას ელოდებით ხვალ იუვენტუსისგან ?

„მე ველოდები იუვეს, რომელიც თამაშიდან თამაშამდე ვითარდება. მათ სეზონის სტარტზე ახალი გზა აირჩიეს და გასაკვირი არ არის, რომ პროცესში ქულების დაკარგვა მოუწიათ, თუმცა ისინი ყოველთვის რთული მეტოქეები იყვნენ და არაფერი შეცვლილა. წინ რთული მატჩი გველოდება, იუვენტუსი ძლიერია, თუმცა ასევე მილანიც და ჩვენ მზად ვართ.“

მილანის რა სტატისტიკას გამოარჩევდით ?

„ძალიან ბევრი მაჩვენებელია, რაშიც გამორჩეული შედეგი გვაქვს, თუმცა ყველაზე მთავარი ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგია და ხვალ იუვესთან გამარჯვებას ვაპირებთ.“

არის თუ არა ეს გადამწყვეტი მატჩი ?

„მილანი – იუვენტუსი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და ეს ყველამ იცის, თუმცა სეზონის დასრულებამდე ბევრი ტურია დარჩებილი და ეს მატჩი გადამწყვეტი არ იქნება.“

როგორ არის იბრა და შეუძლია თუ არა ლეაოს , რომ მისი შემცვლელი გახდეს?

„იბრა თავს უკეთესად გრძნობს, მაგრამ ხვალ თამაშს ვერ მოახერხებს. ლეაო სწრაფი ტემპით ვითარდება, თუმცა მას იბრას მახასიათებლები არ აქვს.“

რა ტიპის მატჩი იქნება ხვალ ?

„ყველა შეხვედრაში ჩვენ ვცდილობთ, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ. ჩვენი ხვალინდელი მეტოქე უმაღლესი დონის გუნდია და თუ წარმატების მიღწევა გვსურს, მაქსიმალურად კარგი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს.“

შეიცვალა თუ არა სერია ა-ს იერარქია ?

„ჩვენთვის, დიახ. ჩვენ ახლა 17 ქულით მეტი გვაქვს, ვიდრე გასულ სეზონში 15 ტურის შემდეგ. მილანი სწორ გზაზე დგას, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე-15 ტურში გადამწყვეტ მატჩზე საუბარი უადგილოა. ფეხბურთში ყველაფერი ძალიან მალე შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ ჩვენ მოდუნების საშუალება არ გვაქვს.“

თანახმა ხართ თუ არა ფრეზე ?

„თუ ჩვენ თამაშს ფრეზე ფიქრით დავიწყებთ, ეს მატჩის წაგების ტოლფასი იქნება. ხვალ ჩვენ შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ და გამარჯვებას შევეცადოთ. მინდა, რომ მატჩის ბოლოს თავაწეული მილანი დაივნახო, რომელიც მოედანზე 100 პროცენტით დაიხარჯა.“

აქვს თუ არა ინტერის შედეგს გავლენა ?

„არა. ჩვენ თითოეული შეხვედრისთვის მაქსიმალური კონცენტრაციით ვემზადებით მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი დააფიქსირეს ჩვენმა კონკურენტებმა.“

კიაერმა თქვა, რომ მილანზე ძლიერი არც ერთი გუნდი არ არის.

„ჯერჯერობით ეს ასე იყო, ჩვენ ყველაზე ბევრი ქულა მოვაგროვეთ და კიაერმა სწორედ ეს იგულისხმა. სერია ა-ში ძალიან ბევრი ძლიერი გუნდია და ყველაზე ძლიერის წოდებისთვის დაუღალავი შრომა და ბრძოლა მოგვიწევს.“

არის თუ არა მილანთან ახლოს სიმაკანი ?

„მე გუნდის ხელმძღვანელობასთან სატრანსფერო თემებზე უკვე ვისაუბრე და ვიცი, რომ თუ ამის შანსი იქნება, გუნდი აუცილებლად გაძლიერდება. კონკრეტულ ფეხბურთელებზე კი ვერაფერს გეტყვით.“

არის თუ არა კონტი მარკეტზე ?

„არა, ჩვენი შემადგენლობიდან ტრანსფერზე დაყენებული არავინ არ არის. კონტი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია და მისი იმედი გვაქვს.“

შეიძლება თუ არა სკუდეტოზე ფიქრი ?

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ განვითარება გავაგრძელოთ და ინტენსიურობის და ხარისხის მხრივ ახალ სიმაღლეებზე ავიდეთ. თუ ჩვენ ამას მოვახერხებთ, შედეგი აუცილებლად დადებითი იქნება.“