Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ჩვენ ხარისხი დაგვაკლდა, არ მესმის, რატომ გაუქმდა გოლი…“

მილანმა სერია ა-ს ბოლო 6 მატჩში მხოლოდ 6 ქულის მოპოვება მოახერხა, თუმცა სტეფანო პიოლის აზრით ეს გადაღლილობის ბრალი არა რის.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ ნაპოლისთან მატჩში დავამტკიცეთ, რომ გუნდი გადაღლილი არ არის აგრესიის, ფიზიკის და მონდომების მხრივ გუნდს არაფერი დაეწუნებოდა, თუმცა მილანს მეტი ხარისხით თამაში მართებდა. ჩემი აზრით, მილანმა ნაპოლის წინააღმდეგ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

„ჩვენ ბურთს ძალიან მარტივად ვიბრუნებდით, მე ბიჭების ინტენსიობა და გუნდის შიმშილი ძალიან მომეწონა. პასების დროს რამდენიმე შეცდომა დავუშვით, მაგრამ ფიტნესის მხრივ ჩვენ პრობლემები არ გვქონია.

„ჩემთვის მარტივი იქნებოდა მეთქვა, რომ ჩვენ სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი ენერგია დავხარჯეთ, რასაც ტრავმებიც დაემატა, მაგრამ მე ამის არ მჯერა.

„აგრესიის, ინტენსიობის და ყურადღების მხრივ ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო, ამიტომ მილანს ამ მატჩში მარცხი არ დაუმსახურებია.

„ერთადერთი სინანული არის ის, რომ გოლი ძალიან მოკლე დროში გავუშვით, თუმცა სხვა დანარჩენი ძალიან კარგი იყო.

„დამაგვირგვინებელ ფაზაში გუნდს ინდივიდუალური ოსტატობაც სჭირდება, რაც სამწუხაროდ ნაპოლისთან ვერ გამოვავლინეთ.

„გაუქმებული გოლი ? ვიცი ისინი იტყვიან, რომ მსაჯები პროტოკოლს მიყვებოდნენ, თუმცა როგორ შეუძლია წაქცეულმა ფეხბურთელმა მეტოქეს რაიმე ზიანი მიაყენოს ? არ ვფიქრობ, რომ იმ ეპიზოდში ჟირუმ მომენტზე რაიმე სახის გავლენა იქონია.“