Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ“

სტეფანო პიოლიმ ჯენოასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მატჩს მიმოხილვის და ფეხბურთელების შეფასებების სანახავად დააკლიკეთ აქ.

„ჩვენ მივაღწიეთ ფრეს ძალიან რთულ და დაძაბულ მატჩში. პირველ ნახევარში წინ გასვლა შეგვეძლო, რაც თამაშის მიმდინარეობას შეცვლიდა.

„მილანი ბოლო დროს ძალიან ბევრ გოლს უშვებს. სამწუხაროდ მოედნის საფარი იმის საშუალებას არ გვაძლევდა, რომ პასების დროს მაქსიმალურად ზუსტები ვყოფილიყავით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ მოვახერხეთ.“

მილანს ტრავმების გამო მატეო გაბია, ისმაელ ბენასერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და სიმონ კიაერი აკლდა.

„როდესაც გუნდს 5-6 ფეხბურთელი აკლია, რა თქმა უნდა, შემადგენლობის მახასიათებლებიც იცვლება. აქამდე ამდენი ტრავმირებული ერთდროულად არასოდეს გვყოლია, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ მათ, ვინც ითამაშეს, ყველაფერი კარგად გააკეთეს.

„ჯენოა თავს ძალიან კარგად იცავდა და კონტრ-შეტევებზე შესანიშნავად თამაშობდა. ჩვენ ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, მატჩში ვრჩებოდით და სირთულეებს კარგად ვუმკლავდებოდით. „

როსონერი საშობაო შესვენებამდე სასუოლოს და ლაციოს დაუპირისპირდება.

„არ ვფიქრობ, რომ მომავალი 2 მატჩის შედეგი ჩვენს სეზონზე იმოქმედებს. ჩვენი მთავარი მიზანია განვითარება გავაგრძელოთ და ძალიან კარგი იქნება, თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებთ.

„მომდევნო ორი მატჩი, როგორც სხვა დანარჩენი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა წინ ძალიან, ძალიან ბევრი შეხვედრაა დარჩენილი, შეიძლება ითქვას, რომ სეზონის სტარტზე ვართ და თუ დადებითი შედეგების მიღწევა გვინდა, ასე უნდა გავაგრძელოთ.

„ჩემი კონტრაქტი ? მე მილანში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. მომავალში რა მოხდება არავინ იცის.“