Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ“

სტეფანო პიოლიმ მილანის ოფიციალურ არხთან იუვენტუსთან მარცხზე ისაუბრა.

„შედეგმა გული ძალიან დაგვწყვიტა და ამის უარყოფას აზრი არ აქვს. ჩვენ პოზიტიური შედეგის მიღწევა ნებისმიერ ფასად გვსურდა. ჩვენ ახლა ისეთი გრძნობა გვაქვს, რაც უკვე ძალიან დიდი ხანია არ განგვიცდია.

„იმის გაგება, თუ რამდენად ცუდი შეგრძნებაა  თამაშის წაგება იმის მოტივაციას მოგვცემს, რომ მომავალში მარცხისგან თავის არიდება მაქსიმალურად ვცადოთ. ჩვენ დღეს კარგად ვითამაშეთ და მარცხს ამ ფაქტის გადაფარვის უფლება არ უნდა მივცეთ.

„ჩვენ დღეს გავუშვით გოლები, რომლების თავიდან არიდებაც შეიძლებოდა, მაგრამ როდესაც ისეთ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ თამაშობ, როგორიც იუვენტუსია, უფრო მეტი სიფრთხილე გმართებს, განსაკუთრებით მათი ზოგიერთი ფეხბურთელი ერთი-ერთზე არასოდეს არ უნდა დატოვო.

„როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა არა გადამწყვეტი ტესტი იყო, რომელშიც სამწუხაროდ ქულები ვერ მოვიპოვეთ. ახლა ჩვენ ენერგიის არდგენაზე და ტორინოსთან არანაკლებ მნიშვნელოვან მატჩზე უდნა ვიფიქროთ.

„ტრავმირებულები ? იმედი მაქვს, ისინი მალე დაბრუნდებიან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რწმენა, რომ თითოეული მომდევნო მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია.“