Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი…“

ტორინოს განადგურების შემეგ, სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.

„2 ასეთი რთული გასვლითი მატჩი და 2 უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ძალიან კარგი ნიშანია.

„ჩვენ საბოლოო მიზნამდე 1 გამარჯვება გვაშორებს და ეს გამარჯვება მომდევნო მატჩში უდნა მოვიპოვოთ.

„სანამ თეორიული შანსი მაინც არსებობს იმისა, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის გარეშე დავრჩეთ, კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. 2 კვირის წინ ხალხი ამბობდა, რომ ჩვენ განწირულები ვიყავით, ახლა კი ხველაფერი ჩვენს ხელთ არის.

„მე ბიჭებს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ჩვენ ნებისმიერი მიზნისთვის ბრძოლა შეგვეძლო, თუ საკუთარ ძალებს ვირწმუნებდით და ჩემი სიტყვები მართლდება.

„მინდა გუნდის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, რადგან მათ მილანელოზე დიდებული სამუშაო გარემო შეგვიქმნეს და გუნდს ნეგატიური კომენტარებისგან ყოველთვის იცავდნენ.

„ჩვენ ერთად უკვე წელიწადნახევარია ვმუშაობთ და ეს გუნდს აშკარად ეტყობა, მაგრამ ჯერ ზეიმის დრო არ არის, ჩვენ კიდევ ერთი, თუმცა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გვაქვს გასაკეთებელი.

„მილანი მენტალურად გაცილებით ძლიერი გუნდი გახდა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუნდი გვყავს, მაგრამ ეს მათ თამაშს საერთოდ არ ეტყობა, ბიჭები თავიანთ პასუხისმგებლობას შესანისნავად იაზრებენ.

„ტეო ? თუ ის ასეთი ყურადღებით თამაშობს, მისი შეჩერება შეუძლებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ის თავის პოზიციაზე საუკეთესო გახდება.

„ის სტაბილურად თამაშს მხოლოდ ბოლო წელიწადნახევარია ახერხებს, მაგრამ თავისი ტალანტის გამოვლენა უკვე არაერთხელ მოახერხა. მას როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში შესანიშნავად თამაში შეუძლია და საკუთარ ძალებში უფრო მეტად უნდა ირწმუნოს.

„იბრა ? ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ ის ატალანტასთან მატჩისთვის მზად იქნება.“