Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე“

სტეფანო პიოლიმ, რომელმაც კორონა ვირუსი დაამარცხა და გუნდს დაუბრუნდა, სელტიკთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ყოველდღიური საქმიანობა ძალიან მომენატრა. მე ძალიან რთული და გრძელი 18 დღე გამოვიარე.

„გუშინ, როდესაც გავიგე, რომ ჩემი პასუხი ვირუსზე უარყოფითი იყო, ვეღარ დავიძინე, რადგან ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი ბიჭებს.

„მინდა გუნდს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მათ ყველანაირად შემიწყეს ხელი, რომ დისტანცირებულად მემუშავა. მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ყოველდღიურად მამხნევებდნენ და უდიდესი მადლობა ბიჭებს, რომლებმაც მე სიამაყის საფუძველი მომცეს, ასევე მადლობა მათ, ვინც მე შემცვალა.

„გამიმართლა, რადგან სიმპტომების ქონის მიუხედავად ვირუსი მარტივად გადავიტანე და საბედნიეროდ სამუშაოს დავუბრუნდი.

„სახლიდან იმაზე გაცილებით მეტს ვმუშაობდი, ვიდრე უშუალოდ მოედანზე, თუმცა ბიჭებთან ერთად ყოფნა და მათთან საუბარი სრულიად სხვა რამ არის.

„უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, ხვალ რთულ და დაძაბულ თამაშს ველოდები, თუმცა ჩვენ როგორც ყოველთვის მოედანზე 3 ქულის მოსაპოვებლად გავალთ.

„კასტილეხო და ბენასერი ? ორივე მათგანმა სრული დატვირთვით ივარჯიშეს და ხვალინდელი მატჩისთვის მზად არიან.

„იქნებიან ლეაო და იბრა სამპდორიასთან მატჩში ? ორივე მათგანის მდგომარეობა სწრაფი ტემპით უმჯობესდება, თუმცა ვფიქრობ სამპდორიასთან მათი თამაში ძალიან ნაადრევი იქნება. ორივე მათგანი შემოწმებას პარასკევს გაივლის და ზუსტი პასუხი ამის შემდეგ გვეცოდინება.“