Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ წინა წლის მიღწევები უნდა დავივიწყოთ“

სტეფანო პიოლიმ ბენევენტოსთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ 21:00 საათზე გაიმართება, პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ ვუპირისპირდებით გუნდს, რომელიც ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს, კარგ შედეგებს აჩვენებს და ძალიან ორგანიზებულია.

„ჩვენ ამ მატჩს სწორი შემართებით უნდა მივუდგეთ და ისე ვითამაშოთ, როგორც მილანს შეეფერება. ერთი წლის წინ ჩვენ საძირკველის ჩაყრის პროცესში ვიყავით, მაგრამ ახლა ეს პროცესი დასრულდა და გუნდს თამაშიდან თამაშამდე მომატება მართებს და ნებისმიერ მატჩში გასამარჯვებლად უნდა ვიბრძოლოთ.

„2020 წელი იყო ძალიან პოზიტიური, რადგან თითოეული ჩვენგანი პოტენციალის მაქსიმუმს ავლენდა. ჩვენ ამ წელს დიდი ენთუზიაზმით, თავდაჯერებულობით და მონდომებით ვიწყებთ, თუმცა წინა წელს ნაჩვენები შედეგები უნდა დავივიწყოთ და იგივე შიმშილით შევხვდეთ მატჩებს, როგორც ამას გასული სეზონის მეორე ნახევრიდან ვაკეთებდით.“

მილანმა 2020 წელს ბოლო მატჩში დაძაბულ ბრძოლაში ლაციოს სძლია და 3 – 2 იმარჯვა.

„ლაციო ძალიან ძლიერი გუნდია და ჩვენთვის ყველაფერი უფრო რთული გახადა. მილანს უდიდესი წინაღობის გადალახვა მოუწია, თუმცა საბედნიეროდ ჩვენ ეს შევძელით და უმნიშვნელოვანეს 3 ქულასთან ერთად მენტალური სიძლიერეც შევიძინეთ. ახლა ჩვენმა მეტოქეებმა იციან, თუ რამხელა ძალას წარმოადგენს მილანი და მატჩებში გამარჯვების მოპოვება უფრო რთულდება.“

მილანის შემადგენლობა ბენევენტოს წინააღმდეგ ასეთია:

მეკარეები – ა. დონარუმა, ჯ. დონარუმა, ტატარუსანუ

მცველები – კალაბრია, კონტი, დალოტი, დუარტე, კალულუ, კიაერი, მუსაჩო, რომანიოლი

ნახევარმცველები – ჩალჰანოღლუ, დიასი, ფრიგერიო, ჰაუგე, კესი, კრუნიჩი, ტონალი

ფორვარდები – კოლომბო, ლეაო, მალდინი, რებიჩი