Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ წინ რთული მატჩები გველოდება“

ცოტა ხნის წინ გამართული კენჭისყრის შედეგად ჯგუფურ ეტაპზე მილანის მეტოქეები გახდა ცნობილი.

როსონერი H ჯგუფში სელტიკთან, სპარტასთან და ლილთან ერთად მოხვდა.

კენჭისყრის შედეგები სტეფანო პიოლიმ შეაფასა.

„დაბალანსებული გუნდია და წინ რთული მატჩები გველოდება. ჩვენი სამივე მეტოქე შიდა ჩემპიონატებში პირველ ორ ადგილებზე იმყოფებიან. მილანი თითოეულ დაპირისპირებას დიდი მონდომებით და გამარჯვების სურვილით შეხვდება. ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროპულ ფეხბურთში დაბრუნება იყო, ახლა კი უფრო წინ წასვლაზე უნდა ვიფიქროთ.“