Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ჯენოას წინააღმდეგ მოედანზე უძლიერეს გუნდს გავიყვანთ“

სტეფანო პიოლიმ Coppa Italia-ს მატჩის წინ, რომელშიც როსონერის მეტოქე ჯენოა იქნება, კომენტარი გააკეთა.

„იტალიის თასი არის კიდევ ერთი შანსი იმისა, რომ ჩვენი მაღალი დონე დავამტკიცოთ და ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ყველა ტიტულისთვის ბრძოლას ვაპირებთ.

„ჯენოას ახლა რთული პერიოდი უდგას, ამიტომ მე ხვალ მოედანზე მონდომებულ და მოტივირებულ მეტოქეს ველოდები. შევა ძალიან კარგი მწვრთნელია, რომელმაც თავისი გუნდის რესურსის გამოყენება კარგად იცის. ასეთი რთული პერიოდი ნებისმიერ მწვრთნელს გამოუვლია და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ დაბრკოლებას გადალახავს.

„სასტარტო შემადგენლობა ? იბრაჰიმოვიჩი ხვალ ვერ დაგვეხმარება, სასტარტო შემადგენლობაში ჟირუ იქნება, რომელიც ოპტიმალურ ფორმასთან ახლოს არის და ჩვენს შეტავას ის გაუძღვება.

„მე მოედანზე საუკეთესო თერთმეტეულის გაყვანას ვაპირებ, ამიტომ კარში მენიო იქნება. ტატარუშანო კორონა ვირუსის გამო ვერც კი ვარჯიშობდა, ამიტომ არ ვიცი, იქნება თუ არა ხვალ ის განაცხადში.

„რებიჩი ? ფეხბურთელს, რომელიც ტრავმიდან ბრუნდება, ფორმის აღსადგენად სათამაშო დრო სჭირდება, ამიტომ ის გარკვეულ წუთებს მიიღებს.

„ასევე მოედანზე შესაძლოა ვიხილოთ მალდინი, რომელიც გასულ სეზონთან შედარებით გაცილებით სრულყოფილი ფეხბურთელია.“