Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ 2 ფრის შემდეგ, გამარჯვება აუცილებლად გვჭირდებოდა“

სტეფანო პიოლიმ სასუოლოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეხვედრის მიმოხილვის და ფეხბურთელების შეფასებების სანახავად დააკლიკეთ აქ.

რაფაელ ლეაომ მილანი მატჩს დაწყებიდან 6.2 წამის შემდეგ დააწინაურა, რაც იტალიის და ევროპის ტოპ 5 ლიგის ყველაზე სწრაფი გოლია.

„ჩვენ ვარჯიშებზე ასეთ კომბინაციებს ვამუშავებდით. წინა შეხვედრებში სასტარტო წუთებში კონცენტრაციის ნაკლებობა გვქონდა და გვსურდა, რომ ეს გამოგვესწორებინა. ჩალჰანოღლუმ და ლეაომ ამ ეპიზოდში შესანიშნავად იმოქმედეს.

„მე ბიჭებს ყოველთვის ვუმეორებ, რომ ზოგჯერ გამარჯვება 3 ქულაზე მეტს ნიშნავს და დღეს სწორედ ასეთი დღე იყო. 2 ფრის შემდეგ მენტალურად გამარჯვება აუცილებლად გვჭირდებოდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს მოვახერხეთ.“

როსონერი იბრას, კიაერის, გაბიას, რებიჩის და ბენასერის გარეშე იყვნენ, თუმცა გამარჯვება მაინც მოახერხეს.

„ამდენი წამყვანი ფეხბურთელის არყოლა მართლაც ძალიან რთულია, თუმცა ჩვენ ერთიანი ვართ და ნებისმიერ დაბრკოლებას თავაწეულები შევხვდებით. მათ, ვინც დღეს მოედანზე იყვნენ, თავი დავალებებს შესანიშნავად გაართვეს.

„მალდინიმ და გაზიდისმა იციან, თუ სად სჭირდება გუნდს გაძლიერება და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამის შანსი იქნება, ისინი უკან არ დაიხევენ.

„გუნდის ხელმძრვანელობამ და გულშემატკივრებმა მუშაობის შესანიშნავი გარემო შეგვიქმნეს, რაც ამდენი ახალგაზრდა ფეხბურთელის ყოფნის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გულშემატკივრების სტადიონებზე არყოფნამ ახალგაზრდა ფეხბურთელების მხრიდან გარკვეული ზეწოლა მოხსნა, თუმცა ახლა ისინი მზად არიან და დარწმუნებული ვარ, რომ მილანის ქომაგების წინ ჩვენი გუნდი, როგორც ზლატანმა თქვა, იფრენს.“

„ტეოს დაცვითი ფაზა ? ჩველ ყველა ნათლად ვხედავთ, რომ ის ძალიან უმატებს და სრულყოფილი ფეხბურთელი ხდება. მისი ჩართულობა შეტევაში სხვაობას ქმნის და ის დაცვაშიც ძალიან დისციპლინირებული ხდება.

„მას აქვს ყველაფერი, რომ თავის პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, თუმცა მან იცის, რომ ამისთვის ბევრი მუშაობა მოუწევს. ჩვენ შემადგენლობაში უამრავი ფეხბურთელი გვყავს, რომელიც ევროპის ტოპ გუნდების ძირითად შემადგენლობაში ითამაშებდნენ.

„წინ კიდევ ერთი თამაში გვაქვს, შემდეგ კი ცოტა ხანი დავისვენებთ და დავტკბებით იმ შედეგებით, რასაც სპორტული თვალსაზრისით მივაღწიეთ.“