Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიპო ინძაგიმ ახალი გუნდი ჩაიბარა

პიპო ინძაგი მომდევნო სეზონიდან სერია ბ-ში მოასპარეზე ბრეშას გაუძღვება. ლეგენდარულმა იტალიელმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და ბრეშა ოფიციალურ განცხადებას ხვალ გააკეთებს.

ინძაგი გასულ სეზონში ბენევენტოს მწვრთნელი გახლდათ, თუმცა მან გუნდის სერია ა-ში დატოვება ვერ მოახერხა და ის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.