Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიპო ინძაგი:“ ინტერი იუვენტუსის დონეზეა“

ბენევენტოს მთავარი მწვრთნელის და ლეგენდარული ფეხბურთელის, პიპო ინძაგის აზრით, ინტერი და იუვენტუსი ერთ დონეზე არიან.

შეგახსნებეთ, რომ ინტერმა ინძაგის გუნდი გასულ ტურში 5 – 2 დაამარცხა.

„ვფიქრობ, იმ ტრანსფერების შემდეგ, რაც ინტერმა განახორციელა, ნერაძური იუვეს გაუთანაბრდა.

„როდესაც მახსენდება, თუ რა ფეხბურთელები ჰყავდა ინტერს სათადარიგოთა სკამზე ჩვენს წინააღმდეგ, ვრწმუნდები, რომ ნერაძური სკუდეტოს და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბოლომდე იბრძოლებს.“