Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიპო ინძაგი:“ ინტერს იუვეს დონის და შესაძლოა უკეთესი შემადგენლობაც კი ჰყავს“

ბენევენტოს მთავარმა მწვრთნელმა და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, პიპო ინძაგიმ მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოპოვების მთავარ ფავორიტებზე ისაუბრა.

„ჩემი აზრით, იუვე კვლავ ფავორიტია, თუმცა ინტერი ბოლო ტურამდე იბრძოლებს, რადგან მათ იუვენტუსის დონის და შესაძლოა უკეთესი შემადგენლობა ჰყავთ. არც ლაციო უნდა დავივიწყოთ, რომლებიც რომ არა პანდემია, გასულ სეზონში სკუდეტოს მოიგებდნენ. იმედი მაქვს, ბიანკოჩელესტი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მიაღწევს.“