Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიპო ინძაგი:“ მილანის გამო ჩემი ინტერში მისვლა ნაკლებად სავარაუდოა”

მილანის ლეგენდარულ ფეხბურთელს პიპო ინძაგის ინტერვიუს დროს ჰკითხეს, გაწვრთნის თუ არა ის ოდესმე ინტერს, თუ ამის საშუალება ექნება.

„ფეხბურთში მომავალში რა მოხდება გადაჭრით თქმა შეუძლებელია, თუმცა იმ ისტორიის გამო, რაც მე როსონერისთან მაკავშირებს, ეს ნაკლებად სავარაუდოა.

„ჩემს ისტორიას და სიყვარულს მილანთან ვერაფერი შეცვლის. ჩვენ ერთად უამრავ წარმატებას მივაღწიეთ და ინტერში მუშაობა ჩემთვის ძალიან რთული იქნებოდა.“