Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიპო ინძაგი:“ სიმონემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო“

პიპო ინძაგიმ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სერია ბ-ში მოასპარეზე ბრეშას მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ინტერში მისი ძმის სიმონეს მისვლას გამოეხმაურა.

„5 წლის შემდეგ გუნდში მოდის პერიოდი, როდესაც ან შემადგენლობაში უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები, ამ გუნდმა მწვრთნელი უნდა შეცვალოს.

„სიმონეს დამოკიდებულება ლაციოს მიმართ არ შეცვლილა, მას ამ გუნდის მიმართ განსაკუთრებული ემოციები აკავშირებს, თუმცა ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ინტერი მისთვის ახალი გამოწვევაა, სადაც სიმონეს ტიტულებისთვის ბრძოლის შანსი ექნება.“