Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირველად, 16 წლის შემდეგ…

16 წლის შემდეგ პირველად, კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ეს ბოლოს 2005 წელს მოხდა, როდესაც მაშინ 20 წლის კრიშტიანუ მანჩესტერში თამაშობდა და ინგლისელები ტურნირს მილანმა გამოთიშა.

მას შემდეგ, 36 წლის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან ისე არ გავარდნილა, რომ გოლი არ გაეტანა, თუმცა ეს სერია გასულ საღამოს დასრულდა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 2 უსახური თამაში ჩაატარა და გუშინ 115’-ე წუთზე იუვეს კარში გატანილ გოლში შესნისთან ერთად დიდი ‘წვლილი’ მიუძღვის.