Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“კარგ დროს, კარგ ადგილას…“

ანდრეა პირლომ იუვენტუსის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუვენტუსი დიბალას გაყიდვას არ აპირებს და ის გუნდის მომავალია.

„მე მსურს, რომ იუვენტუსს ენთუზიაზმი დავუბრუნო. მსურს გუნდმა უფრო აქტიური ფეხბურთი ითამაშოს და ის დონე აჩვენოს, რაც იუვენტუსს შეეფერება. მე ბიჭებს ორი რამ ვუთხარი, ბურთი ყოველთვის ჩვენი უნდა იყოს და როდესაც მას დავკარგავთ, უმოკლეს დროში უნდა დავიბრუნოთ.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორ დროს სწორ ადგილას მოვხვდი. ტაქტიკურად ზოგჯერ 3, ზოგჯერ კი 4 მცველით ვითამაშებთ, მე საყვარელი სქემა არ მაქვს, ყველაფერი მოწინააღმდეგეზე იქნება დამოკიდებული.

„გუნდში ენთუზიაზმის დაბრუნებაზე  ყოველდღე მოგვიწევს მუშაობა. ჩვენ ფეხბურთელებს უნდა ვესაუბროთ, ვარჯიშებზე მათგან უფრო მეტი ჩართულობა გვჭირდება და უნდა გავაგებინოთ, რომ იუვენტუსს ყველა თამაშის წინ ერთი მიზანი აქვს – გამარჯვება.

„ხარისხიანი ფეხბურთელები საერთო ენას ყოველთვის გამონახავენ, უბრალოდ საჭიროა, რომ თითოეულმა მათგანმა გუნდისთვის გარკვეული მსხვერპლი გაიღოს.

„არტური უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელსაც სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და ის გუნდისთვის საჭირო ფიგურა გახდება.

„იგუაინს რაც შეეხება, ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ის გუნდს დატოვებს. გონსალო იუვეს პროექტის ნაწილი არ არის და გუნდი მზად არის, არგენტინელი გაუშვას.

„დიბალა გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, ის გუნდის პროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იქნება.

„ტუდორზე არჩევანი პირადად მე გავაკეთე. მჭირდებოდა გამოცდილი ადამიანი, რომელიც წარსულში ფეხბურთელი იყო, თუმცა იგორი ამ ყველაფერთან ერთად ავირჩიე, რომ ის ძლიერი პიროვნებაა.

„ამასთან ერთად, ის იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელია, ამიტომ გუნდის მენტალიტეტი ძალიან კარგად იცის.

„ჩვენ, ყველამ ერთად, გუნდის მიზნებისთვის ერთად უნდა ვიბრძოლოთ და მზად უნდა ვიყოთ, რომ გარკვეული მსხვერპლი გავიღოთ.

„ვარ თუ არა იუვესთვის იდეალური მწვრთნელი, ამას დრო და შედეგები გვაჩვენებს. მე აქ ფეხბურთელის ამპლუაში მოვედი და ამან გაამართლა, იმედი მაქვს, მწვრთნელის რანგში ჩემი იუვეში ყოფნა უფრო წარმატებული იქნება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.