Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლომ თითქმის უმაღლესი ქულა მიიღო…

UEFA Pro ლიცენზიის მიღების შემდეგ, ანდრეა პირლომ სერია ა-სა და სერია ბ-ში მწვრთნელობის უფლება იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგანაც მიიღო. მეტიც, მაესტრომ შესაძლო 110 ქულიდან 107-ის მიღება მოახერხა, რაც ტიაგო მოტას შემდეგ (108), საუკეთესო შედეგია.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ პირლოს ნამუშევარი ასე შეაფასა:

„პირლოს თეზისში თანამედროვე ფეხბურთის უამრავი ელემენტის დანახვაა შესაძლებელი.

„ფეხბურთში დღესდღეობით ფეხბურთელების როლი თამაშის მსვლელობისას იცვლება და ფიქსირებული პოზიცია აღარ არსებობს, გუნდებს კი ტაქტიკის შეცვლა ერთ მატჩში შესაძლოა რამდენჯერმე მოუწიოთ, ყველაფერი ამის ნახვა კი ანდრეას ნამუშევარში შესაძლებელია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.