Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლომ თურქული გუნდი უარით გაისტუმრა

ჯანლუკა დი მარციოს ინფორამციით, იუვენტუსის უკვე ყოფილ მწვრთნელს ანდრეა პირლოს თურქეთიდან ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა მაესტრომ ფენერბაჰჩეს წინადადება უარით გაისტუმრა.

წყაროს ცნობით, მას სერია ა-ში სურს კარიერის გაგრძელება და რამდენიმე გუნდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და იმედი აქვს, რომ რომელიმე ამბიციური გუნდის ჩაბარებას მოახერხებს.