Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლომ იგუაინის შემცვლელი შეარჩია

გონსალო იგუაინის წასვლა მაურიციო სარის დროს თითქმის გარდაუვალი იყო,პირლოს გუნდში მისვლის შემდეგ კი ეს მხოლოდ დროის საკითხია და გუნდი მისი შემცვლელის ძიებას უკვე შეუდგა.

DailyMail-ის მტკიცებით,მაესტრომ სასურველი კანდიდატი უკვე შეარჩია და ეს იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი,ალვარო მორატაა.

პირლო და მორატა ერთად 2014-15 წლების სეზონში თამაშობდნენ.იმ წელს იუვენტუსმა დუბლი გაიფორმა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის რეალთან დამარცხდა.

მორატამ მიმდინარე სეზონში ატლეტიკოს რიგებში 34 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. 27 წლის ფეხბურთელს ტურინული გუნდის მიმართ თბილი დამოკიდებულება არასოდეს დაუმალავს და დაბრუნების წინააღმდეგი არ იქნება,თუმცა გუნდს ეს ტრანსფერი იაფი არ დაუჯდება.ატლეტიკო ესპანელის სანაცვლოდ იმდენივეს ითხოვს,რამდენიც მის ტრანსფერში ჩელსის გასულ ზაფხულს გადაუხადა,ეს თანხა კი 60 მილიონ ევრომდე აღწევს.

საერთო ჯამში მორატამ დიეგო სიმეონეს გუნდში 60 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა,22 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.