Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლომ მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად ფეხბურთელი ამოარჩია

ანდრეა პირლოს მოთხოვნით, იუვენტუსი არსენალის მარჯვენა მცველის, ჰექტორ ბელერინის გაფორმებას შეეცდება.

სხვადასხვა ტრავმებიდან გამომდინარე, ესპანელ ფეხბურთელს გასულ სეზონში ძალიან ლიმიტირებული დრო მიეცა და სასტარტო XI ადგილი დაკარგა, ამიტომ გუნდიდნა წასვლის წინააღმდეგი არ უნდა იყოს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, გუნდებს შორის ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და მეთოფეები ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვენ. იუვენტუსში დიდი წმენდა გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ ბელერინის ტრანსფერში იუვემ რომელიმე ფეხბურთელი ჩართოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.