Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლომ სამპდორია უარით გაისტუმრა

იუვენტუსის უკვე ყოფილი მწვრთნელი ანდრეა პირლო ახალი გუნდის ძიებაშია. მას რამდენიმე უცხოური გუნდი ეპატიჟებოდა, თუმცა იტალიური მედიის ცნობით მაესტროს სერია ა-ში დარჩენა სურს და შესაბამის წინადადებას ელოდება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, პირლოს შემოთავაზება სამპდორიადან ჰქონდა, რაზეც ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა უარი განაცხადა. წყაროს ცნობით, პირლოს უფრო ამბიციური პროექტი სურს და ისეთი გუნდის შემოთავაზების მოლოდინშია, რომელთან ერთადაც ევროპული საგზურებისთვის იბრძოლებს.