Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლოს პრობლემები დაცვის ხაზში…

იუვენტუსს წინ ორი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელოდება. ტურინელები ხვალ სასუოლოს მიიღებენ, შემდეგ ტურში კი ჯუზეპე პეაცას სახელობის სტადიონზე ინტერის წინააღმდეგ უწევთ თამაში.

ანდრეა პირლოს დიდი ალბათობით ორივე მატჩში ალექს სანდროს, ხუან კუადრადოს რა რაც ყველაზე სამწუხაროა, მატიას დე ლიხტის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.

სამივე მათგანს კორონა ვირუსი 3 დღის ინტერვალში დაუდასტურდათ.

დანაკარგის გარეშე ამ მატჩს ვერც ნეროვერდი ხვდება. სასუოლოს იუვენტუსთან გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დომინიკო ბერარდი ვერ დაეხმარება.