Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლოს სადებიუტო სეზონშივე დიდი მოლოდინები აქვს

ანდრეა პირლომ მომავალ სეზონში ბიანკონერის მიზნებზე ისაუბრა.

„ჩვენ ვარჯიში ძალიან კარგად დავიწყეთ, გუნდში შესანიშნავი სიტუაცია სუფევს და ენთუზიაზმი იგრძნობა. ახლა ის ფეხბურთელები, რომლებსაც სანაკრებო თამაშები უწევდათ, ჩვენთან არ არიან, თუმცა ვინც დარჩა ისინიც კარგად მუშაობენ.

„გუნდში ახალი ვარჯიშები დაინერგა, რასაც ფეხბურთელებმა ალღო ძალიან მალე აუღეს. სამწუხაროდ ტრავმებისა და სხვადასხვა მიზეზების გამო ჯერჯერობით მთელს გუნდთან ერთად ვარჯიში არ გაგვიმართავს, თუმცა სანაკრებო პაუზის შემდეგ სრული შემადგენლობა გვეყოლება.

„მე მინდა, რომ ჩემმა გუნდმა ბურთზე კონტროლი დააწესოს და მისი დაკარგვის შემთხვევაში მალევე უკან დაიბრუნოს. გუნდები, რომლებმაც ბოლო წლებში ლიგაზე წარმატებას მიაღწიეს, სწორედ ასეთი აგრესიული სტილით თამაშობენ.

„გამიჭირდა თუ არა გუნდთან საერთო ენის გამონახვა? არა, რადგან აქ მომუშავე ხალხიდან უმეტესობას ვიცნობდი და ყველა ძალიან მეგობრულად დამხვდა.

„ჩვენ ჩვენი თავისგან მაქსიმუმს მოვითხოვთ. გუნდს ზედიზედ მე-10 სკუდეტოს მოგება სურს და პარალელურად ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება გვსურს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.