Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ ასეთი იუვენტუსის ხილვა აღარ მსურს“

ანდრეა პირლომ უდინეზესთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ 23:45 საათზე დაიწყება, პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ ვარჯიში ორშაბათს განავახლეთ და მე დავინახე, რომ გუნდს წლის ცუდი ფინიშის შემდეგ მოედანზე გასვლა სწყურია.

„წინ რთული მატჩი გველოდება, რადგან უდინეზეს კარგი პერიოდი უდგას და გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. მათ ფიზიკური და ორგანიზებული გუნდი ჰყავთ და კონტრ-შეტევაზე ძალიან სახიფათოები არიან.

„ჩვენ რობერტო პერეირას შესაძლებლობები კარგად ვიცით, რადგან ის ჩვენი გუნდის წევრი იყო და მისი უდინეზეში ყოფნა საქმეს ნამდვილად არ გვიმარტივებს.“

ხუან კუადრადო, რომელმაც ფიორენტინასთან მატჩში ადრეული წითელი ბარათი მიიღო, უდინეზესთან მატჩს გამოტოვებს, თუმცა გუნდს არტურ მელო, მერიჰ დემირალი და ჯორჯო კიელინი დაუბრდუნდნენ.

„ჩვენ ფიორენტინასთან მატჩზე ვისაუბრეთ. ამ შეხვედრაში ყველაფერი ცუდად წავიდა, ყველა დეტალი. ეს 2020 წლის ძალიან ცუდი დასასრული იყო. ამის შემდეგ, ჩვენ ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა და სეზონის მიზნები განვიხილეთ.

„მე ასეთი იუვენტუსის ხილვა აღარ მსურს. ბოლო პერიოდში ჩვენ ძალიან მოვუმატეთ და მჯერა, რომ ბევრად უკეთ შეგვიძლია თამაში.

„რა ვისწავლე იუვენტუსში მწვრთნელად მუშაობის პერიოდში ? როგორც ფეხბურთელობის დროს, ასევე ახლაც სურათს უფრო მასშტაბურად უნდა შევხედოთ. მედიაში გმირიდან ანტი-გმირად ქცევა ძალიან მარტივია, თუმცა ამას მიჩვეული ვარ, რადგან საფეხბურთო კარიერის დროს ეს არაერთხელ მინახავს და ახალი არაფერია.

„როდესაც შენ იუვენტუსის მწვრთნელი ხარ, წინ გარკვეული წინაღობები აუცილებლად შეგხვდება და მწვრთნელს დიდი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევს, მაგრამ მე ამისთვის მზად ვარ.“