Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ ბიჭებისგან მეტს მოველოდი…“

იუვენტუსმა ფერენცვაროშს დაძაბულ ბრძოლაში რონალდუს და მორატას გოლების წყალობით 2 – 1 აჯობა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

თამაშის შემდეგ კომენტარი ანდრეა პირლომ გააკეთა.

„ჩვენ თამაშის დაწყება სხვა სტილში გვსურდა, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს თამაში ისეთი მარტივი არ იქნებოდა, როგორც ფურცელზე ჩანდა. თავიდან იუვენტუსი ძალიან ზერელედ თამაშობდა და სამწუხაროდ ამის გამო გოლიც გავუშვით.

„ჩვენ ძალიან დატვირთული გრაფიკით გვიწევს თამაში და გასაკვირი არ არის, რომ ინტენსიურობის მხრივ მოვუკელით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სივრცეები არ დავტოვოთ და მეტოქეებს კონტრ-შეტევის საშუალება არ მივცეთ.

„დღეს ჩემი ფეხბურთელებისგან უფრო მეტს მოველოდი. ჩვენ ბურთს ძალიან ნელა ვამოძრავებდით, რაც მეტოქეს საქმეს ძალიან უმარტივებდა.

„დე ლიხტი ? ის აიაქსის კაპიტანი ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში იყო და ვიცოდით, რომ მისი დაბრუნება დაცვაში ძალიან დაგვეხმარებოდა.“

სტუდიაში არტური ფაბიო კაპელომ გააკრიტიკა. ლეგენდარული სპეციალისტის თქმით, ის ძალიან მოკლე და ნელ პასებს გასცემდა.

„დღეს არტურის დღე ნამდვილად არ იყო. ის ბურთს დიდი ხანი აჩერებდა და იმის მაგივრად, რომ თამაში გაეშალა და მეტოქის დაცვა გაეწელა, არტური მოკლე და უფანტაზიო გადაცემებს აკეთებდა. მას ჯერჯერობით მოედნის კარგი ხედვა არ აქვს, თუმცა ის ნელ-ნელა სწავლობს.

„დიბალა ? კარგი თამაში არც მას გამოუვიდა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ის რამდენიმე კვირა ანტიბიოტიკებს იღებდა და გასაკვირი არ არის, რომ მას დრო სჭირდება.“