Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო:“ ბონუჩი და დიბალა ვერ ითამაშებენ“

ანდრეა პირლომ პორტუსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ წინ ძალიან რთული დაპირისპირება გველოდება გუნდთან, რომელიც თავს ძალიან კარგად და კომპაქტურად იცავს. მათ ითამაშის სტილი ატლეტიკოსას ძალიან ჰგავს, ორი ხაზი 4 – 4 ფეხბურთელით…

„ხვალ ძალიან დიდი მოთმინება და სიფრთხილე მოგვიწევს, რადგან მათ კონტრ-შეტევაზე თამაში შესანიშნავად შეუძლიათ.

„ჩემპიონთა ლიგა ძალიან მნიშნელოვანი ჩემპიონატია, რომელიც სერია ა-სგან რადიკალურად განსხვავდება.

„ლიგაზე უამრავი გამორჩეული გუნდია, რომელიც მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის. ყველაფერს ის გადაწყვეტს, თუ რა მდგომარეობაში იქნება შემადგენლობა მენტალურად და ფიზიკურად.

„ჩვენ არავის არ ჩამოუვარდებით, პლეი-ოფში ნებისმიერ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლა სურს და ამის შესაძლებლობა აქვს.“

ნაპოლიმ იუვენტუსის წაუგებელი სერია შეწყვიტა და იუვე 1 – 0 დაამარცხა, თუმცა პირლოს აზრით იუვემ ამ შეხვედრაში კარგად ითამაშა.

„ჩვენ სეზონი დავიწყეთ სურვილით, რომ მოგვეგო ყველა ტურნირი, რომელზეც გუნდი ასპარეზობს. სეზონის ნახევარი უკვე უკან მოვიტოვეთ და ჯერჯერობით ყველა ტურნირზე შანსებს ვინარჩუნებთ.

„ნაპოლისთან საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და ერთადერთი, რაც დაგვაკლდა, შედეგი იყო.

„დიბალა და ბონუჩი ? ისინი განაცხადში იქნებიან და ჩვენთან ერთად გაემგზავრებიან, მაგრამ არც ერთი მათგანი სამწუხაროდ სათამაშოდ მზად არ არიან. საბედნიეროდ რემსიმ ტრავმის მოშუშება მოასწრო და ის თამაშს მოახერხებს.

„მორატა ? მას გარკვეული სირთულეები აქვს, მაგრამ ის თავს კარგად გრძნობს და გოლების გატანას მალე ისევ დაიწყებს. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს, ძირითადში მორატას დავაყენებ თუ კულუშევსკის, თუმცა ვიცი, რომ ორივე მათგანი გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯება.“