Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო:“ გატუზოს სიტუაციის გამო ძალიან ვწუხვარ, თუმცა…“

ანდრეა პირლომ ნაპოლისთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ 21:00 საათზე, ნეაპოლში გაიმართება, პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ ნაპოლის Super Cup-ის ფინალში უკვე შევხვდით და ხვალინდელი მატჩი იმაზე მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე პირველ წრეში არგამართული დაპირისპირება. ასეთი სიტუაციები შესაძლოა ძალიან გამაღიზიანებელი იყოს, თუმცა ჩვენ მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებული.

„ჩვენ საგრძნობლად მოვუმატეთ. ინტერთან წაგებული მატჩის შემდეგ, ჩვენ ფინალის თამაში მოგვიწია, სადაც გავიმარჯვეთ და საკუთარ ძალებში რწმენა დავიბრუნეთ. გუნდმა თავის შეცდომებზე ისწავლა და საჭირო დასკვნები გამოიტანა. ჩვენ სეზონის სტარტზე ახალი თავგადასავალი დავიწყეთ და ვიცოდით< რომ ტაქტიკურ ასპექტებში გასარკვევად გარკვეული დრო დაგვჭირდებოდა.

„იუვენტუსი სხვა გუნდების შედეგებს არ უყურებს. ჩვენი მიზანი თითოეულ მატჩში გამარჯვება და ჩვენს წინ მყოფ გუნდებთან ჩამორჩენის შემცირებაა.“

არ არის გამორიცხული, რომ თუ ნაპოლი იუვესთან დამარცხდება, რინო გატუზო გუნდიდან გაუშვან.

„ეს ჩვენი საქმიანობის ნაწილია. რინოს სიტუაციის გამო ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თითოეული ჩვენგანისთვის მოედანზე გუნდი ყველაფერზე წინ დგას და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“

იუვენტუსმა ბოლო 2 მატჩში რომასა და ინტერის წინააღმდეგ განსხვავებულად ითამაშა.

„არაფერი შეცვლილა, ეს ყველაფერი ჩემი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ყოველთვის მაღალ პრესინგს ვერ ვითამაშებთ, ზოგჯერ უკეთესია, რომ დაცვიდან ითამაშო და მეტოქეს ბურთის გაკონტროლების საშუალება მისცე. ეს ყველაფერი მეტოქეზეა დამოკიდებული.

„ტრავმირებულები ? არტურს ტრავმა გაუმიზეზდა და მის მდგომარეობას ჩვენ ყოველდღიურად დავაკვირდებით.

„დიბალას სიტუაცია ნელ-ნელა უმჯობესდება, მაგრამ ის მუხლში ტკივილს ჯერ კიდევ გრძნობს, ბონუჩი კი გადაღლილია, დღეს ის ჩვენთან ერთად ივარჯიშებს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, გაემგზავრება თუ არა ის გუნდთან ერთად.

„მორატა ? ის თავს უკეთ გრძნობს და შეიძლება სასტარტოშიც ვიხილოთ.“