Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო:“ გეგმამ კარგად იმუშავა…“

ანდრეა პირლომ ინტერთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მატჩი იუვენტუსსა და ინტერს შორის ფრედ დასრულდა, ორი ტურის შედეგად კი ფინალურ ეტაპზე ტურინელები გაივდნენ.

„როდესაც მე იუვენტუსში მოვედი, ჩემი, როგორც დებიუტანტი მწვრთნელის გეგმა იყო, რომ Supercoppa მომეგო, კოპას ფინალში გავსულიყავი და ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ პლეი-ოფში თამაში შეგვძლებოდა, ამიტომ გეგმამ კარგად იმუშავა.

„ფეხბურთელის ამპლუაში ყველაფერი უფრო მარტივი იყო. მატჩის დასრულების შემდეგ არაფერზე არ გიწევდა ფიქრი. ახლა კი მე უკვე მომდევნო მატჩზე ვფიქრობ და თავსი 30 სხვადასხვა რამ მიტრიალებს.

„ჯერ ჩვენ არაფრისთვის არ მიგვიღწევია, ახლა უნდა დავისვენოთ და მომდევნო შეხვედრისთვის მოვემზადოთ.“

დაცვამ შესანიშნავად ითამაშა და ლუკაკუ – ლაუტაროს დუეტს შანსი არ დაუტოვა.

„მე ყოველთვის ვამბობდი, ძალიან გამიმართლა, რომ 4 ძალიან კარგი ცენტრალური მცველი მყავს. ისინი დაცვის სხვადასხვა სქემას ადვილად უღებენ ალღოს და თამაშიდან თამაშამდე უმატებენ.

„ბოლო პერიოდში ჩვენი დაცვა განსაკუთრებით კარგად მუშაობს და ამის გამო არა მხოლოდ კიელინის, არამედ სხვა დანარჩენებსაც ეკუთვნით მადლობა.“

რომასთან და დღევანდელი მატჩის შემდეგ, პირლო ალეგრის შეადარეს.

„ეს ძალიან კარგი მოსასმენია, იმედი მაქვს, რომ მეც იმდენი ტიტულის მოგებას მოვახერხებ, რამდენიც მან მოიგო.

„ყველა მატჩი და მეტოქე განსხვავებულია, ამიტომ ერთსა და იმავე თამაშს ვერც ჩვენ მივმართავთ. ინტერს დღეს კარში დარტყმები თითქმის არ ჰქონია და გოლის გატანის შანსები ჩვენ საკმაოდ ბევრი გვქონდა, დღეს გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ.

„სეზონის დაწყებიდან გუნდი თავს 4-4-2 ტაქტიკით იცავდა, თუმცა შეტევაში სულ სხვა სქემას მივმართავდით.

„ოპონენტის მიხედვით ჩვენ შეტევის სტილს ვცვლით, თუმცა დაცვა ყოველთვის 4-4-2 რჩება.“

დიბალამ და მორატამ დღეს მატჩში მონაწილეობა არ მიიღეს.

„იმედი მაქვს, რომ ისინი მომავალი მატჩიდან 100 პროცენტით მზად იქნებიან. სეზონის სტარტიდან მე ყველა ფეხბურთელი არც ერთ მატჩში არ მყოლია.

„მორატა გაციებული იყო, დიბალას კი გარკვეული პრობლემები მუხლთან კვლავ აწუხებს. როდესაც სამივე მათგანი მწყობრშია, გუნდის ხარისხი საგრძნობლად იზრდება.“