Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ დაივიწყეთ ბარსელონასთან მატჩი“

ანდრეა პირლომ ჯენოასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ბარსელონასთან გამარჯვება ძალიან კარგი იყო, თუმცა ახლა დროა, რომ ეს მატჩი წარსულს ჩავაბაროთ და ის ენთუზიაზმი, რომელიც ამ გამარჯვებამ შეგვძინა, სერია ა-ში გამოვიყენოთ.

„ჩვენ ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ და უფრო სტაბილურად დავიწყოთ თამაში. მე მინდა, რომ ხვალ იუვენტუსისგან იგივე შიმშილი და მონდომება დავინახო, რაც ბარსელონასთან მატჩის დროს ვნახეთ.“

ალვარო მორატას 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია შეუმცირეს და ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.

„ხვალ რთული მატჩი გველოდება. ჯენოა ძალიან ორგანიზებული გუნდია, რომელიც თავს კარგად იცავს და კონტრ-შეტევებზე შესანიშნავად თამაშობს. მათ სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, ამიტომ ჩვენ მაქსიმალური კონცენტრაციით თამაში დაგვჭირდება.

„კუადრადო ? ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ძალიან ძლიერია, მაგრამ ზოგჯერ ბურთთან ერთად დარჩენა ზედმეტად დიდი ხანი უყვარს და მაბრაზებს ხოლმე.“